შეფუთული მზესუმზირის პოპულარობა გაიზარდა 10-იან წლებში. ბაზარზე მრავალი სხვა ბრენდის გამოჩენასთან ერთად, მომხმარებლის მხრიდან გაიზარდა მოთხოვნა ხარისხზე. სოლარის დამფუძნებლები დაახლოებით ათი წელია მუშაობდნენ ამ სფეროში, საქართველოს ფარგლებს გარეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენს გუნდს აქვს დიდი გამოცდილება ამ სფეროში, მათ შორის ნედლეულის შეძენის, გადამუშავებისა და შენახვის ტექნიკის საფუძვლიანი ცოდნა. შედეგად, 2012 წელს შეიქმნა ბრენდი “სოლარი” საქართველოში. მალევე მოიპოვა ბაზრის ლიდერობა, რომელსაც ინარჩუნებს დღემდე, 12 წლის განმავლობაში.
სოლარის სტრატეგია არის მუდმივ განვითარებასა და გაფართოებაზე მუშაობა, ასევე სიახლეების ათვისება და სწრაფად დანერგვა ბაზარზე.
სოლარი ჩართულია და აკონტროლებს ყველა პროცესს, მოსავლის აღების წერტილიდან თქვენს მაღაზიებამდე.
კომპანია არა მხოლოდ ყიდულობს ნედლეულს და აწარმოებს მას, არამედ ფლობს სადისტრიბუციო ქსელსაც.
სოლარი, თხილისა და მარცვლეულის პრემიუმ მწარმოებელი, შვიდჯერ არის დაჯილდოვებული პრესტიჟული ოქროს ბრენდის ჯილდოთი, რაც ხაზს უსვამს ჩვენს დამოკიდებულებას საქმისადმი და პროდუქციის ხარისხს